Thursday, 25 June 2015

ინტელის ტრენინგი. ელექტრონული პორტფოლიო. რეფლექსია

დღე პირველი: ტრენინგი დაიწყო გაცნობით
ვნახეთ ვიდეო პროექტით სწავლის შესახებ. განვსაზღვრეთ ამ მეთოდის უპირატესობები
მომდევნო ეტაპზე გავეცანით ტრენინგის სილაბუსს. მოვამზადეთ საქაღალდეები დოკუმენტაციის შესანახად. ეტაპობრივად გავეცანით პირველი მოდულის აქტივობებს და საჭირო დოკუმენტაცია შევინახეთ შესაბამის საქაღალდეში.
ვნახეთ შექმნილი პროექტების ნიმუშები და თან დართული დოკუმენტაცია. 
დღე მეორე: დავიწყეთ მუშაობა პროექტის პუბლიკაციაზე. გავეცანით ბრუშურების და გაზეთების ნიმუშებს და შევქმენით საკუთარი ნიმუშები.
გავიხსენეთ ბლოგზე მუშაობა და დავწერეთ პოსტი: პირველი ორი დღის რეფლექსია.

No comments:

Post a Comment