Tuesday 30 June 2015

გაკვეთილზე დაკვირვების რამდენიმე პრაქტიკული რჩევა


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი კოლეგებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარებაა.ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრება და სწორი უკუკავშრის მიღება-გაცემა კი მისი ძირითადი ელემენტი.  ამაზე არავინ დავობს. თუმცა ხშირად კოლეგების გაკვეთილებზე დასწრების შემდეგ შემოვიფარგლებით ზოგადი კომენტარებით, "ძალიან კარგი იყო", "მომეწონა", "ყოჩაღ, კარგი ნამუშევარია" და ა.შ. ასეთი მიდგომა, დამეთანხმებით, დიდად ვერ წაადგება მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას.
ნება მომეცით გაგიზიაროთ ა.შ.შ.-ში, SIT Graduate Institute-ში მიღებული გამოცდილება გაკვეთლზე დაკვირვებისა და კონსტრუქციული უკუკავშირის შესახებ. გთავაზობთ პრეზენტაციას, სადაც გაკვეთილზე დაკვირვების რამდენიმე პრაქტიკულ რჩევასთან ერთან თქვენ მიიღებთ ინფორმაციას უკუკავშრის მიწოდების სხვადასხვა სტრატეგიის  შესახებ
გაკვეთილზე დაკვირვების პრაქტიკული რჩევები


მეოთხე დღის რეფლექსია

დღე დაიწყო დავალების შემოწმებით. გავნსაზღვრეთ პროექტებისთვის საჭირო საკვანძო კითხვები. ვნახეთ მსგავსი ნიმუშები. გავეცანით და გავაკეთეთ შეფასების გეგმები და სტრატეგიები. დასასრულს, გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშს და მივიღეთ დავალება, ჩვენი პროექტი მოვარგოთ პრეზენტაციის ფორმას.

Friday 26 June 2015

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო ნამუშევარი პუბლიკაციების ჩვენებით. ეტაპობრივად გავეცანით მეორე მოდულს, სასწავლო პროექტის დაგეგმვის ნაბიჯებს. მიზნების განსაზღვრას და ჩამოყალიბებას, მიზნების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ოცდამეერთე საუკუნის უნარებთან კავშირს. მომდევნო ეტაპზე განვიხილეთ მოსწავეებისთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მათი საჭიროება პროექტის წარმატებისათვის. ტრენინგის დასასრულს ტრენერმა აგვიხსნა ბლოგის წარმოების რამდენიმე საბაზისო საფეხური

Thursday 25 June 2015

ინტელის ტრენინგი. ელექტრონული პორტფოლიო. რეფლექსია

დღე პირველი: ტრენინგი დაიწყო გაცნობით
ვნახეთ ვიდეო პროექტით სწავლის შესახებ. განვსაზღვრეთ ამ მეთოდის უპირატესობები
მომდევნო ეტაპზე გავეცანით ტრენინგის სილაბუსს. მოვამზადეთ საქაღალდეები დოკუმენტაციის შესანახად. ეტაპობრივად გავეცანით პირველი მოდულის აქტივობებს და საჭირო დოკუმენტაცია შევინახეთ შესაბამის საქაღალდეში.
ვნახეთ შექმნილი პროექტების ნიმუშები და თან დართული დოკუმენტაცია. 
დღე მეორე: დავიწყეთ მუშაობა პროექტის პუბლიკაციაზე. გავეცანით ბრუშურების და გაზეთების ნიმუშებს და შევქმენით საკუთარი ნიმუშები.
გავიხსენეთ ბლოგზე მუშაობა და დავწერეთ პოსტი: პირველი ორი დღის რეფლექსია.