Sunday 13 November 2011

საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი

პროექტის სახელწოდება: ვზრუნავთ ჩვენ გარემოზე?!
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა განათლება გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეკოლოგიური საფრთხეების და მათი გადაჭრის გზების ჩვენება. მოსწავლეთა მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლება.
პროექტის აქტუალობა: პროექტით გათვალისწინებული საკითხები საინტერესო და თანამედროვე მსოფლიუსთვის აქტუალურ თემებს ეხება. მოსწავლეები აწარმოებენ ისეთ კვლევებს, რომლებიც მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის.
მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი: 15-16 წელი
ვადები: 4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები დაამუშავებენ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს და მოამზადებენ პრეზენტაციებს ისტ-ის გამოყენებით. შეადგენენ სპეციალურ კითხვარს და აწარმოებენ სოციოლოგიურ გამოკითხვას. გადაიღებენ ფოტო-ვიდეო მასალას. მოამზადებენ სოციალურ ვიდეო რგოლებს და მოახდენენ მათ ჩვენებას. დაბეჭდავენ ბუკლეტებს და უზრუნველყოფენ მათ გავრცელებას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კლასგარეშე დამხმარე ლიტერატურა, ფოტო-ვიდეო მასალა, სხვა ინტერნეტ რესურსები.
პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას. მაგ: გეოგრაფია, გარემოსმცოდნეობა, სამოქალაქო განათლება. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები/ინდიკატორები: უცხ.ს. IV.13; უცხ.ს.IV.14; უცხ.ს.IV.16; უცხ.ს.IV.20; უცხ.ს.IV.24; უცხ.ს.IV.25; უცხ.ს.IV.26; უცხ.ს.IV.27; უცხ.ს.IV.29
პროექტის ხელმძღვანელი: მირანდა ცხადაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mirandatskhadadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mirandassblogi.blogspot.com/2011/11/blog-post_13.html