მირანდა ცხადაძე
ელექტრონული პორტფოლიო
Friday, 10 July 2015
ინტელის კურსის რეფლექსია
კურსის განმავლობაში გავეცანით და ვიმუშავეთ პროექტებით სწავლების სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ დაგეგმვაზე, მართვაზე, შეფასებასა და უკუკავშირზე. შევქმენით სასწავლო პროექტის ნიმუში მისი აუცილებელი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. ამას გარდა ვიმუშავეთ ბლოგის წარმოებაზე, გუგლ დრაივის გამოყენების წესებზე და ვიმუშავეთ მის სხვადასხვა ფუნქციაზე.
Thursday, 9 July 2015
მერვე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულზე. დავამუშავეთ შეფასების ფორმები და რუბრიკები. ვისწავლეთ ბლოგზე ბანერების განთავსება. მივიღეთ დავალებები შემდეგი სატრენინგო დღისთვის
Tuesday, 7 July 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღეს განვაგრძეთ მუშაობა მეხუთე მოდულზე. შევქმენით ppt პრეზენტაციის სხვადასხვა მოდელები და გავუზარეთ ისინი ერთმანეთს გუგლ დრაივის საშუალებით. ვისწავლეთ დოკუმენტში ბმულების გაკეთება და სხვადასვა სახის რედაქტირება. დღის დასასრულს მივიღეთ დავალებები შემდენი ტრენინგისთვის. თან გავეცანით დავალებების მსგავს ნიმუშებს.
Friday, 3 July 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
დღე დავიწყეთ წინა მასალის გახსენებით. ერთმანეთს გავუგზავნეთ და მივიღეთ კითხვარები და წერილები. გადავედით მეოთხე მოდულზე, სასწავლო ნიმუშების შექმნა. შემდეგ ეტაპზე ვივარჯიშეთ სხვა ბლოგების ნახვის , კომენტარების დატოვების და სხვა უნარები. მომდევნო ნაწილში გავიარეთ გუგლ დრაივზე ახალი ფაილების ატვირთვის და მათი გამოქვეყნების ეტაპები. ვივარჯიშეთ პრეზენტაციების და ვიდეოების გამოქვეყნების სხვადასხვა ფორმებზე. საკუთარ ბლოგებზე ავტვირთეთ სანიმუშო პრეზენტაციები და ვიდეოები.
Thursday, 2 July 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
სატრენინგო დღის განმავლობაში ვიმუშავეთ შემდეგ საკითხებზე. ვებ 2, კვლევების წარმოებისთვის საჭირო უნარები, გუგლ დრაივში მუშაობა და დოკუმენტების გაზიარება. შევადგინეთ კვლევის კითხვარები და გავუგზავნეთ ერთმანეთს შესავსებად. შევსებული კითხვარები დავუბრუნეთ გამომგზავნს.
Tuesday, 30 June 2015
გაკვეთილზე დაკვირვების რამდენიმე პრაქტიკული რჩევა
ნება მომეცით გაგიზიაროთ ა.შ.შ.-ში, SIT Graduate Institute-ში მიღებული გამოცდილება გაკვეთლზე დაკვირვებისა და კონსტრუქციული უკუკავშირის შესახებ. გთავაზობთ პრეზენტაციას, სადაც გაკვეთილზე დაკვირვების რამდენიმე პრაქტიკულ რჩევასთან ერთან თქვენ მიიღებთ ინფორმაციას უკუკავშრის მიწოდების სხვადასხვა სტრატეგიის შესახებ
გაკვეთილზე დაკვირვების პრაქტიკული რჩევები
Subscribe to:
Posts (Atom)